აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2014
ძალაში შესვლა 10.09.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №33
2014 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება” დანართი 1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
დანართი
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში - მთავრობა) და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთააღრიცხვა, ბეჭედი და ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. სამინისტროს შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის 68.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამინისტრო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის კულტურული ფასეულობების (მატერიალური და არამატერიალური ძეგლები)დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში ერთიანი პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.
2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში;
ბ) მონაწილეობს განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებაში;
გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უზრუნველყოფს განათლებისა და კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას;
დ) ახორციელებს და ხელს უწყობს სამშვიდობო მიმართულებით ინიციატივების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას.
ე) ახორციელებს აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენასა და დაცვას;
ვ) ახორციელებს განათლებისა და კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამულ დაფინანსებას;
ზ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობათა მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების, კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს;
ი) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებზე;
ბ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს სასწავლო პროცესისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
დ) აწარმოებს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების რეესტრს;
ე) რეგისტრაციაში ატარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, ასევე, სამეურვეო საბჭოს წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარეგისტრაციოდ უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ვ) მონაწილეობს საჯარო სკოლის დირექტორთა კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ორგანიზება - ჩატარებაში;
ზ) მონაწილეობს განათლების, კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენების, საკონცერტო ჩვენების, სახალხო დღესასწაულების, მასობრივი ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა კონკურსების გამართვაში;
თ) განათლების, კულტურის, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და მათი წესდებების დამტკიცების, აგრეთვე, მათი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს.
კ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგეობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას;
დ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას, შინაგანანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს ტერიტორიული დაწესებულებების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. ასევე, წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტისა და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
თ) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები;
ი) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს დაქვემდებარებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვა-გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
მ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის;
ნ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ო) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას. მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
6. მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ან სხვა საფუძველზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) მინისტრის აპარატი;
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
გ) განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური;
დ) ხელოვნების, სახელოვნებო განათლების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური;
ე) კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური;
ვ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
თ) შიდა აუდიტის სამსახური.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;
ბ) ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის მოზარდ–მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი“;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი“;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი“;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „აფხაზეთი“.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
ე) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება.
ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;
თ) მინისტრის და სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;
კ) საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება;
ლ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და დამკვიდრება;
მ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
ნ) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
პ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
რ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
რ.ა.) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება;
რ.ბ.) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ.გ.) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება;
ს) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა და მათი გადაწყვეტილებების სამართლებრივი გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ე) სამინისტროს წარმოდგენა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ვ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების განხორციელება;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტების მომზადება. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დებულებ(ებ)ის შემუშავების კოორდინაცია;
კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრი აქტების პროექტების მომზადება;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ო) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ფუნქციებია:
ა) განათლების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) განათლების სფეროში სამინისტროს სტრატეგიის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმების, პროგრამების, მეთოდური მასალებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების სასწავლო დაწესებულებებში დაყვანა;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და შესრულებაზე ზედამხედველობა;
ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია. კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ბაზის შექმნა;
ზ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადაადებების მომზადება;
თ) საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა;
ი) საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
კ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და აფხაზური ენების ენობრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) პროფესიული განათლების, ნიჭიერ სტუდენტთა/მეცნიერთა მხარდაჭერის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების, სოციალურად დაუცველი მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
მ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. ხელოვნების, სახელოვნებო განათლების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სახელოვნებო განათლების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება დარგის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება; სახელოვნებო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ბ) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწობა;
დ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში: ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირების საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ექსპონატების არსებული მდგომარეობის შესწავლა და მათი დაცვის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ბ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების, საქართველოს და უცხო ქვეყნების მუზეუმებში თუ კერძო კოლექციებში დაცულ ექსპონატებზე მასალების მოპოვება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მეთოდოლოგიურ - პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაძლებლობის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტებისა და ექსპონატების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამის წამყვან სამეცნიერო, საგანმანათლებლო ცენტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) აფხაზეთის კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის მიზნით დოკუმენტური ფილმებისა და ვებ-გვერდის მომზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, კონფერენციების ორგანიზება და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა;
ვ) შემეცნებით - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. თემატური ღონისძიებების, მათ შორის გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა;
ზ) უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღება;
თ) სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და საამისოდ საერთაშორისო დონორების მოზიდვა;
ი) სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შედეგების კვლევა;
კ) მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
6. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პროგრამებისა და პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის ხელშეწყობა;
გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის ხელშეწყობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;
დ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, ამ მიზნით პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
ზ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
თ) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია;
ი) აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამების ხელშეწყობა;
კ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
7. საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვების და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
გ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში მათ მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის დანერგვისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
ვ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ფინანსური სახსრების მართვა;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების მომზადების მიზნით, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ანგარიშგების მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
თ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დადგენილ ვადებში წარდგენა;
ი) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
ლ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზით;
ნ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებების პროექტების მომზადება, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი განკარგულების შესაბამისად შესრულების მონიტორინგი;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;
ჟ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება;
რ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
ტ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ბ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
გ) სამინისტროში ფინანსების მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება;
ე) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
თ) სამინისტროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ) სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ო) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
პ) შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“. შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ორგანოებში, სადაც არ არსებობს შიდა აუდიტის განმახორციელებელი სამსახურები.
ჟ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის მთავარი მრჩევლები, მრჩევლები და მინისტრის თანაშემწეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.
2. მინისტრის მთავარი მრჩევლები, მრჩევლები და მინისტრის თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ისინი თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 7🔗. სამინისტროს საშტატო შემადგენლობა
სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები;
ბ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.