უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.08.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
ძალის დაკარგვა 17.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №631
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,394 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2014 მიღება
01.09.2014 ძალაში შესვლა
17.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №631 2014 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 2014 წლის 5 მარტის №2045  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თანდართული  წესი.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი მუხლი 1🔗. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები  1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავების ადგილისა  და არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში – იზოლატორი) ან დროებითი განთავსების ცენტრში (შემდგომში – ცენტრი). იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ დაკავების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში. 2. უცხოელის დაკავება ან/და ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ბ) თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; გ) თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; ე) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის  გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად. 3. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც. მუხლი 2🔗. დაკავების წესი 1. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. 2. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.  3. უცხოელს დაკავებისთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 4. დაკავებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება და ნივთების ზედაპირული დათვალიერება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5. დაკავებული უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი  ცენტრში ან იზოლატორში. 6. დაკავებულ უცხოელს საშუალება უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან იმყოფება უმწეო მდგომარეობაში (ხანმოკლე პერიოდით საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობას მოკლებული პირი), მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 7. დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი უცხოელის დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის სამორიგეო დანაყოფს, სამინისტროს გაძევებისათვის უფლებამოსილი ორგანოს რეაგირების მიზნით. 8. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ გააჩნია მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი)  ან არასრულწლოვნის ოჯახი, როგორც წესი,  არ უნდა იქნეს გადაყვანილი იზოლატორში. 9. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნის  ან ოჯახის ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 10. დაუშვებელია არასრულწლოვნის დაცილება მშობლებისგან მათი სურვილის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენებით გადაწყვეტს, რომ დაცილება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მუხლი 3🔗. დაკავების ოქმი 1. დაკავებისათვის უფლებამოსილმა პირმა დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი (დანართი №1). თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით/მიზეზებით შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს ამ  წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთავსების ადგილას დაკავებულის მიყვანისთანავე. უცხოელის დაკავების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. 2. უცხოელის დაკავების შესახებ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის სამუშაო ადგილი, ზუსტი თანამდებობა, სახელი, გვარი; ცნობები დაკავებული უცხოელის შესახებ; ფაქტობრივი დაკავების განმახორციელებელი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; დაკავების ადგილი, დრო, ვითარება და სხვა დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის, ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აშკარად გამოხატული ნიშნების არსებობის შემთხვევაში, უცხოელის გადაყვანისათვის გათვალისწინებული ადგილი და სხვ.); შესაბამისი მიზეზი, თუ დაკავების ოქმი ფაქტობრივი დაკავების ადგილზე არ დგება; დაკავების საფუძველი/საფუძვლები; განმარტება უცხოელის უფლებების თაობაზე; ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი, დაკავებული უცხოელი, არსებობის შემთხვევაში - უცხოელის დამცველი, წარმომადგენელი თარჯიმანი. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.  3. დაკავების ოქმის ერთი ასლი გადაეცემა დაკავებულ უცხოელს. მუხლი 4🔗. შუამდგომლობა უცხოელის ცენტრში  მოთავსების შესახებ 1.     სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების საკითხის განხილვის მიზნით. 2.     შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს: ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და სხვა; ბ) ცენტრში განთავსების  საფუძველი; გ) თანდართული მასალები; დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა. მუხლი 5🔗. ცენტრში მოთავსება 1. დაკავებული უცხოელი ცენტრში მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მისი ცენტრში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი ან სასამართლოს გადაწყვეტილება. 2. დაკავებულ უცხოელს ცენტრში მიიღებს ცენტრის უფლებამოსილი პირი/პირები, რაზედაც კეთდება ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ ჟურნალსა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 3. ცენტრში მოსათავსებელი უცხოელი თავის ნივთებთან ერთად ექვემდებარება პირად  დათვალიერებას, ასევე ხორციელდება უცხოელის პირველადი სამედიცინო შემოწმება. მუხლი 6🔗. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერება 1. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერება შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ მისივე სქესის პირმა, იმავე სქესის პირის თანდასწრებით. უცხოელისა და მისი ნივთის/ნივთების პირადი დათვალიერება ხორციელდება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ არსებობს საფრთხე, რომ უცხოელი გამოიყენებს ნივთს/ნივთებს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ქონების დაზიანებისათვის. დათვალიერების პროცესის დასრულების შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №2). ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი და უცხოელი, არასრულწლოვნის, ქმედუუნარო პირის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადი დათვალიერების შემთხვევაში კი - კანონიერი წარმომადგენელი, მისი არარსებობის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების ოქმი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. 2. ცენტრში  მოთავსებისას: ა) უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ის ნივთი, რომელიც ნებადართული არ არის  ცენტრის ტერიტორიაზე შესანახად; ბ) უცხოელის ტანსაცმელი გულდასმით თვალიერდება და ისინჯება ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ; გ) ხორციელდება უცხოელის წონის, სიმაღლისა და სხვა მონაცემების დადგენა, თითის ანაბეჭდის აღება (თითის ანაბეჭდის აღება არ ხორციელდება 14 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში); დ) უცხოელთან რჩება მხოლოდ ის საგნები, ნივთები და კვების პროდუქტები, რაც განსაზღვრული და ნებადართულია ცენტრის  შინაგანაწესით; ე) ფული, ფასეულობა, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, მსგავსი საგნები, ნივთები და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც უცხოელს ჩამოერთვა დათვალიერების დროს, უნდა დაილუქოს და ჩაბარდეს ცენტრის უფლებამოსილ პირს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას შესანახად; ვ)  ვადაგასული, აგრეთვე ცენტრში შესანახად აკრძალული (სპირტიანი სასმელები და ა.შ.) საგნები და ნივთები დაუყოვნებლივ ნადგურდება, რის შესახებაც დგება აქტი. 3. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ჩამორთმეული ნივთები ცენტრში ინახება უცხოელის მიერ ცენტრის საბოლოო დატოვებამდე. 4. დაკავებული უცხოელის პირადი დათვალიერების დროს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის,  ცივი იარაღის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ყალბი დოკუმენტაციისა და ბანკნოტების აღმოჩენის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის დანაყოფს. მუხლი 7🔗. დაკავებულ უცხოელთა სამედიცინო შემოწმება/დათვალიერება 1. დაკავებულ უცხოელს ცენტრში მოთავსებამდე ცენტრის უფლებამოსილი  პირი (ცენტრის სამედიცინო პერსონალი) გამოჰკითხავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ზედმიწევნით ათვალიერებს გარეგნულად და სინჯავს განცალკევებულ ოთახში სხვა პირების დასწრების გარეშე (მოთხოვნის შემთხვევაში, სქესის გათვალისწინებით). 2. ცენტრში მიყვანისთანავე უცხოელის ჯანმრთელობის (ზოგადი) მდგომარეობის პირველადი სამედიცინო შემოწმების (დათვალიერება) შესახებ დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა. 3. იმ შემთხვევაში,  თუ დაკავებული უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დამატებით სამედიცინო გამოკვლევას, ცენტრის პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ან სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ან ჯანდაცვის ორგანოების უახლოესი სამკურნალო დაწესებულების ექიმი, რათა მოამზადოს დასკვნა ცენტრში ასეთი პირის მოთავსების შესაძლებლობის შესახებ. 4. თუ სამედიცინო პერსონალის დასკვნით დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსება არ არის მიზანშეწონილი, უზრუნველყოფილ იქნება მისი გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებებში სამკურნალოდ მოთავსებული პირების დაცვა და ესკორტირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ცენტრში წარმოდგენილი უცხოელის პირადი დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შემდგომ, ცენტრის პასუხისმგებელი პირი უცხოელს აცნობს ცენტრში არსებულ წესებს, ასევე მის უფლება-მოვალეობებს, გამოჰკითხავს, აქვს თუ არა ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რის შემდეგაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განათავსებს ცენტრში. მუხლი 8🔗. დაკავებული უცხოელის უფლებები და გარანტიები ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა; ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკისა და კულტურული, რელიგიური თუ სხვა თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა; გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა; დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა; ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება. მუხლი 9🔗. ძალის გამოყენების უფლება ძალის გამოყენების უფლება დაკავებული უცხოელის მიმართ დასაშვებია, თუ იგი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ცენტრის მოსამსახურეებს, ან ახორციელებს სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც ცენტრში, ასევე ესკორტირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მის მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში. ძალის გამოყენების დროს, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება. უკიდურესი აუცილებლობისას, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომებიც, აგრეთვე უცხოელის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას უკიდურესი ღონისძიების სახით დასაშვებია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. სპეციალური საშუალებების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში ცენტრის პასუხისმგებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილი, საფუძველი და ხელბორკილის ან სხვა საშუალებით შებორკვის მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა.