საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №468
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №468
2014 წლის 5 აგვისტო
ქ.თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უფლებამონაცვლედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებულებით რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №612 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლედ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის №577 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 2🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებში/წესდებებში, ასევე, სხვა შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ზემოაღნიშნულ კანონსა და ამ დადგენილებასთან შესაბამისობის (თუ ასეთი არ არსებობს) მიზნით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი