აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 190040000.32.057.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 536 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
პრემია - აჭ
არის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულე­ბისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის
მუხლი 2
ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - აჭ
არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი
მუხლი 2
ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - აჭ
არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის აპარატის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღ­ვანე­ლი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №27 2014 წლის 1 აგვისტო ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ 1. ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხ­ლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხე­ლი­სუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, თანახმად დანარ­თისა. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე                                                                               დანართი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ამ წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებუ­ლება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები; ბ) პრემია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულე­ბისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის; გ) ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის აპარატის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღ­ვანე­ლი. მუხლი 3🔗. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები 1. პრემია გაიცემა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (აღმასრულებელი ხელისუფლების დაწე­სებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენ­ტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავ­ლობაში აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ. 2. პრემიის მიზნებია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქ­მებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსე­ბული კონკურენციის გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულე­ბებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს. 2. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირებას ახდენს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან ზემდგომი თანამდებობის პირი. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკ­რე­ციული უფლებამოსილების ფარგლებში. 4.   ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა  და აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის პრე­მიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მუხლი 5🔗. პრემიის  გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. აღმასრულებელი ხელისუფლების დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი თანამ­დე­ბობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯ­დომარის თანხმობის საფუძველზე.