⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2016)
გაუქმებულია:

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2014
ძალის დაკარგვა 11.01.2016
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.137.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 753 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2014 მიღება
11.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულოს წევრი(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ანაზღაურების  ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
საკრებულოს  წევრი 300
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №37 2014 წლის 6 აგვისტო დ. ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის , 41-ე  მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები და ზღვრული ოდენობები (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის № 17დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე დანართი №1 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ადიგენისმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა,განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი, წინა თვის 15 რიცხვიდან მიმდინარე თვის 15რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით, (თუ შესაბამისი თვის15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს).  საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)ამომრჩევებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 1.საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით. 2. საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სხვ.)), წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. 3. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს (რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. .საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად. დანართი №2 საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრი(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ანაზღაურების  ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს  წევრი 300 250 შენიშვნა: ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.