⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2014
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,032 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2014 მიღება
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2014 წლის 6 აგვისტო ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის შესაბამისად  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის   სამსახურის  დებულება  დანართის  შესაბამისად.   (დანართი თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს   და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე შექმნილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული   საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის,  განყოფილების უფროსებისა  და მთავარი სპეციალისტებისგან, სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით და ამ დებულებით.  4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის  წინაშე. თავი II სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1.ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 2. წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. 3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. 4. წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 5. ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს. 6. ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. 7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; 8. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურე 1.სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელის  მოვალეობები. 1.საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; 2. შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; 3. დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; 4. შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; 5.დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; 6.გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; 7.შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი III სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები მუხლი 6🔗. მონიტორინგის განყოფილება. 1.      მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას,  ბ)კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; დ) ზედამხედველობას და კონტროლს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული  გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა  და წესების შესრულებაზე; ე) ზედამხედველობას და კონტროლს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;   ვ) კონტროლს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; ზ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას; თ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე; ი)  მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში; კ) სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის, ან დემონტაჟის  შეჩერებას დადგენილი წესის შესაბამისად; მუხლი 7🔗. რეაგირების განყოფილება. 1.      რეაგირების განყოფილება უზრუნველყოფს: ა)   პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას; ბ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;            დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას; ზ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;  თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ი)  ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა; კ)  მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗.  სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.