ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.08.2014
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წლის 5 აგვისტო
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის
წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დახმარება და გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება:
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
ა) მოსარგებლე – სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა ერთჯერადად.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);
ბ.ე) ანგარიშ-ფაქტურა;
ბ. ვ)პირადი ანგარიში;
ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისას საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში
2. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება.
ა) მოსარგებლე:
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-დან 70000 ქულის ჩათვლით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 70001-დან 200000 ქულის ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 200001-ქულაზე მეტს და მოქალაქე რომელიც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 30%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი,დედმამიშვილი, მეუღლე)
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი.
ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ბ.ე) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ბ. ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.ზ) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი;
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ახალდაბადებულ ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება:
1. ერთჯერადად ყოველ პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 100 ლარს.
2. ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს.
ა) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა.ა) განცხადება ( განმცხადებელი - მშობელი );
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე);
ა.დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეოთხე და მეტ ახალშობილზე);
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
ბ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების გადასახადის დაფინანსება
მოსარგებლე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ) ობოლი ბავშვები;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ) ავღანეთის ომში მონაწილეთა შვილები.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ომის მონაწილის მოწმობა;
ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) გარდაცვალების მოწმობა;
ზ) დევნილობის მოწმობა;
თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა.
მუხლი 4🔗.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა
სარიტუალო მომსახურება:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით:
ა) მოსარგებლე:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავღანეთის ომში მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ.დ)ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;
ბ.ე) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი;
ბ.ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი);
ბ.ზ) საბანკო ანგარიში.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა უსახლკაროთათვის ყოველთვიურად ბინის ქირის გადასახადი
სოფელი აწყური:
ა) ავთანდილი თაბაგარის (პირადი №47001002438);
ბ) გუგული ლაბაძის (პირადი №47001025972);
გ) ივანე ლაბაძის (პირადი №47001030342);
დ) ლაზარე ხითარიშვილის (პირადი №47001020679);
ე) მარიამ კაპანაძის (პირადი №47001019536);
ვ) მარიამ ლაბაძის (პირადი №47001034719);
ზ) თეიმურაზ თაბაგარის (პირადი №47001029805).
მუხლი 6🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები:
ა)მოსარგებლე:
ა.ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები;
ა.ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები
ბ) დოკუმენტაცია:
ბ.ა) განცხადება (ომში მონაწილის ან ოჯახის წევრის, გამონაკლის შემთხვევაში, დედის, მამის, შვილის);
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ.გ) ვეტერანისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
1. მოსარგებლე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ 150 ლარს.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ ოჯახთა სოციალური დახმარება
1. მოსარგებლე:
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს (6 მაისს, გიორგობას).
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ოჯახს წევრის პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ას წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს.
ა) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით ინვალიდთა სოციალური დახმარება
1. მოსარგებლე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები (I-II ჯგ. ბენეფიციარები, რომლებიც არიან მხედველობით ინვალიდთა პენსიის მიმღებნი) ერთჯერადად საახალწლოდ მიიღებენ 100 ლარს.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერჯერადი დახმარება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლების რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-დან 100000 ქულის ჩათვლით, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას პროდუქტის ან სამშენებლო მასალის სახით (არა უმეტეს 500 ლარისა).
მუხლი 12🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
მოსარგებლე:
ა) ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
ბ) ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 500 (ათასი) ლარისა.
დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ხანძრის აქტი (ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.
ე) დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათები.
ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ზ) პირადი ანგარიში
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება
1. მოსარგებლე:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ( უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) დახმარება სურსათის სახით;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები) ერთჯერადი დახმარება ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად.
ოჯახზე 100 (ასი) ლარი.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება
მოსარგებლე:
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება ერთჯერადად სურსათის სახით.
მუხლი 15🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. მოსარგებლე:
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეურვის განცხადება;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვის პირადი ანგარიში.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება