„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.026.016279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №57

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,მ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №102);”.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №102 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბატიაშვილი



დანართი №102

მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’

 

მედლით დაჯილდოების წესი

1. მედლით ,,დიდგორის ჯვარი’’ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის.

2.  მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი - მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’“ წარმოადგენს ვერცხლის ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში მრგვალი მედალიონის სევადის (შავი) მინანქრის ველზე გამოსახულია ვერცხლის გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული. ჯვარის ფრთებზე მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლით ამოტვიფრულია ქართული ასომთავრულით ასო -  ,,დ” (დიდგორი; დავითი) და ,,ჩრბა” (1121 წ).

ჯვარი, საკიდით უკავშირდება ბაფთას;

ბ) რევერსი - ვერცხლის ჯვრის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: ,,სამშობლო, ღირსება, ერთგულება’’ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) - ,,000”;

გ) ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით;

დ) მედლის თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით;

3. მედლით ,,დიდგორის ჯვარი’’ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.22.026.016279.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №57, 07.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.026.016279 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2447511/