ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2014
ძალის დაკარგვა 27.12.2017
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2014 წლის 7 აგვისტო
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №70 დადგენილება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახური (შემდგომში - სამსახური), უზრუნველყოფს საინვესტიციო გარემოს და ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას; ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას, კომპიუტერული ქსელისა და სისტემის ადმინისტრირებას, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა №2.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ)ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
გ) სპეციალისტები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა ეკისრება ანალიტიკური განყოფილების უფროსს.
2. სამსახურის უფროსი:
ა)ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს მასზე დაქვემდებარებულ პირებს შორის და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
გ) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო გარემოს განვითარების შესაძლებლობების გაანალიზებას;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვენსტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტაციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ვ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას.
ზ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
თ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების გამართულად მუშაობას;
მუხლი 5🔗.
ანალიტიკური განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ელექტრონული ვერსიების გამოქვეყნებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
გ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების გამართულად მუშაობას;
დ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების საკითხებში.
განყოფილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში განსაზღვრავს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საინფორმაციო სისტემის ზოგად პარამეტრებს;
ბ) სისტემით სარგებლობის ზოგად წესებს;
გ) სისტემის გამოყენების პერიოდულობას.
3. სტატისტიკის სფეროში:
ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიღებული მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.