საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №611 2014 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების   პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და  მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს  თანდართული ნიმუში. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის  დეპარტამენტის ლოგო სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ, მრგვალ ფარს, რომლის ლაჟვარდის (ლურჯი ფერი) ველზე ცენტრში გამოსახულია სხივიანი ვერცხლის ჯვარი თორმეტი დაბოლოებით (წვერით), რომლის მედალიონზე, სევადის (შავი ფერი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი - ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი ფერი) ჰერალდიკური ჯვრით და ვერცხლის ლომის თავით. მთავარი ფარის გარშემო გაკეთებულია ვერცხლის წარწერა: ,,ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, ,,შსს“. წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავებით.