საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-142
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.030.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-142
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება, სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება;
გ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი მხარდაჭერა;
დ) სამინისტროს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება;
ე) მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა;
ვ) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი;
ზ) სერვერების და ქსელური მოწყობილობების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია;
თ) სამინისტროს სისტემების და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება;
ი) სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა. ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;
კ) სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის პროგრამული და აპარატურული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
ლ) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატურულ დონეზე. მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა.
მ) ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;
გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთათვის საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას.
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
7. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 4🔗.
სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.
2. პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება;
ბ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა (პროგრამული კოდის კუთხით), მათი განახლება, უწყვეტი ფუნქციონირების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ელექტორნულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, მენეჯმენტი და ბაზების ირგვლივ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა.
3. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, სისტემური გადაწყვეტილებების და ელექტორნული სერვისების, შემუშავება და მათი განხორციელება;
ბ) სერვერებთან მუშაობა და კონფიგურაცია;
გ) ვირტუალური სისტემური მანქანების მენეჯმენტი;
დ) მონაცემების შენახვა/დამუშავების და რეზერვაციის უზრუნველყოფა;
ე) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მენეჯმენტი;
ვ) სასერვერო ოთახში არსებული ფიზიკური სერვერების მენეჯმენტი და ტექნიკური ექსპლუატაცია;
ზ) მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სხვა განყოფილებებთან და თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა;
თ) ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა, სამინისტროს სისტემების და სერვერების 24 საათიანი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება;
ი) სამინისტროს შიდა ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
კ) სხვადასხვა ქსელური სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ლ) ე.წ. დახურული კავშირის უნზრუნველყოფა და მენეჯმენტი;
მ) კომუტატორების, მარშუტიზატორების, ფაერვოლების კონფიგურაცია და მენეჯმენტი;
ნ) ქსელში არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა;
ო)მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სხვა განყოფილებებთან და თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა. ეფექტური წარმადობისთვის ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა;
პ)კომპიუტერული ქსელის 24 საათიანი მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ირგვლივ;
ჟ) სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
რ) კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება - კომპიუტერული ქსელის და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის ქსელური და სისტემური უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.
4. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) ოპერაციული სისტემის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების ინსტალირება;
გ) ტექნიკური კონსულტაცია და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
დ) მოშორებულად მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო ფიზიკური სამუშაოების უზრუნველყოფა;
ე) მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისებისთვის საჭირო ე.წ. ექაუნთების მენეჯმენტი;
ვ) პერიმეტრზე არსებული ვიდეო სათვალთვალო, საკონფერენციო აუდიო/ვიდეო და შენობის დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗.
სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. სამსახურში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. განყოფილებისს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
ე) სამსახურის უფროსსა და სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ხელს აწერს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან დაწინაურების შესახებ;
თ) სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
ლ) სამსახურის უფროსთან და სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის;
მ) განიხილავს და ითანხმებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებაში გაგზავნის ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე;
ნ) ითანხმებს განყოფილების მოსამსახურეთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს.