ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.158.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | ქ. ბოლნისში |
| 2 | დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში |
| 3 | სოფლები და დასახლებათა შორის არეალში |
| 4 | საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 5 | ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| № | ტერიტორია |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.დ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 200-206 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
100
2
საკარმიდამო
100
3
სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)
20
4
საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)
16
5
ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
40
6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 5🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
№
ტერიტორია
საბაზისო
განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის
განაკვეთი
(ლარი)
1
ქ. ბოლნისში
0.24
0.38
0.0912
2
დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში
0.24
0.19
0.0456
3
სოფლები და დასახლებათა შორის არეალში
0.24
0.114
0.0274
მუხლი 6🔗
ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის №12 დადგენილება (ვებგვერდი, 10/04/2013 სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.158.016124).
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი