საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

მიღების თარიღი 05.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1366
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
matsne.gov.ge 768 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1366 2014 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) 2014 წლის 21 ივლისის №3 და 2014 წლის 24 ივლისის №4 სხდომების ოქმების გათვალისწინებით: 1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის დაგეგმილი შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს №01/162-87 გაფორმებული ხელშეკრულების დანართში და მასში აისახოს შესასყიდი ობიექტის ფასის ზრდა – 354 471 ლარის ფარგლებში. შესყიდვების განხორციელების შედეგად ამჟამად მოქმედი 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-87 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (5 400 353 ლარი) ზემოთ ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯების დაფარვა დაევალოს სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებიდან. 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-87 ხელშეკრულების დანართში ცვლილების საფუძველზე, შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) შეცვლის შემთხვევაში, ამ სახის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. შევიდეს ცვლილება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-89 და №01/162-90 ხელშეკრულებებში და აღნიშნულ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბერი. 3. მოწონებულ იქნეს სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ კომისიის 2014 წლის 21 ივლისის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით, ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა №17-ში განთავსებული ნაგებობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი დაფინანსდეს არა უმეტეს სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების – 580, 40 ათასი ლარის ფარგლებში, პროექტთან დაკავშირებით სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის №003585914 დასკვნაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. 4. დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომისიის 2014 წლის 21 ივლისის №3 სხდომის ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების პირობათა განსაზღვრის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. 5. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აგრარული ფაკულტეტისათვის საჭირო ლაბორატორიული დანადგარების შესყიდვების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შევიდეს ცვლილება სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-90 ხელშეკრულების დანართში და მასში აისახოს შესასყიდი ობიექტის ფასის ზრდა – 348 669.55 ლარის ოდენობის ფარგლებში. შესყიდვების განხორციელების შედეგად, ამჟამად მოქმედი 2013 წლის 30 დეკემბრის №01/162-90 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ზემოთ ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯების დაფარავა დაევალოს სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკუთარი სახსრებიდან. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №01/162-90 ხელშეკრულების დანართში ცვლილების საფუძველზე შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) შეცვლის შემთხვევაში, ამ სახის ცვლილება განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. ხელშეკრულებით განისაზღვროს, მიმწოდებლისთვის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ავანსად გაცემის შესაძლებლობა. კომისიას 2014 წლის 24 ივლისის სხდომაზე განხილული შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) ცვლილება მიაჩნია მიზანშეწონილად. პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი