„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №481 |
|
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“.
2. მე-9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება; სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების პრევენცია, გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და ასეთი ფაქტების გამოვლენა; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა დისციპლინის სამსახურებრივი კონტროლი; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის პრევენცია და მათი რისკ-ფაქტორის გამოვლენა და ანალიზი, სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, აღნიშნული სუბიექტების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციების შესაბამისად, ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარი სისტემის შემუშავება და მის გასაუმჯობესებლად შიდა აუდიტორების რეკომენდაციების გათვალისწინება, აღნიშნული სისტემის ფარგლებში, კონტროლის ღონისძიებების განხორციელება; ასევე, ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტების შემუშავების, ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის მიიღება, ასევე, მონაცემთა ბაზებზე წვდომა, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა); ჰარმონიზაციის ცენტრთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობა და მოთხოვნის შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება; ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, გაცემული შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინება; შიდა აუდიტის ობიექტისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავება და განხორციელება; აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის მომზადება; შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგის უზრუნველყოფა, სისტემის გასაუმჯობესებლად შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით შესაბამისი ზომების მიღება; ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვის განხორციელება და ხელშეწყობა; საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მენეჯერული ანგარიშვალდებულებების შესახებ მითითებების შესრულება; ჰარმონიზაციის ცენტრისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარდგენა, შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის და შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება და მინისტრის მიერ დამტკიცების შემდგომ ჰარმონიზაციის ცენტრისათვის გაგზავნა, წინასწარი და შემდგომი კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში შექმნილი შიდა აუდიტის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი; შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში მიმდინარე ყველა პროცესის და საქმიანობის სფეროს შესწავლა და ანალიზი, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ასევე, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;“.
|