ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 267 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2014 მიღება
01.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2014 წლის 8 აგვისტო ქ. ხობი ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის საპატიო მოქალაქეობის შემოღებისა და „ხობის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 აპრილის №97 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს. მუხლი 2🔗 ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.  მუხლი 3🔗 საქართველოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის. მუხლი 4🔗 უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოსა და ხობის წინაშე, ან ხობთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მუხლი 5🔗 ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მუნიციპალიტეტის გამგებელს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფს. მუხლი 6🔗 შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს საპატიო მოქალაქეობაზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2 ფოტოსურათი და ბიოგრაფია. მუხლი 7🔗 საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციას ბიუროზე განსახილველად ამზადებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია. მუხლი 8🔗 ბიურო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს რეკომენდაციას ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. ბიუროს მიერ მიღებული რეკომენდაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის საფუძველზეც გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.