„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. იურიდიული პირის ლიკვიდაცია სასამართლო განაჩენის საფუძველზე
141.1. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). ლიკვიდაციისას გამოიყენება ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ნორმები.
141.2. ლიკვიდატორად (ლიკვიდატორებად) არ შეიძლება დაინიშნოს ამ კანონის 9.1 მუხლით განსაზღვრული პირი.
141.3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3535–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.07.2006.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3535. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.002.397.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №3535, 25.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.397 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24538/