ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2018
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 738 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2014 მიღება
01.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №30 2014 წლის 8 აგვისტო ქ. ხობი ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის’’ შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულება თანახმად №1 დანართის. 2. დამტკიცდეს ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელებზე გადასაცემი მოწმობის ნიმუშები თანახმად №2 და №3 დანართებისა. 3. დადგენილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა  დანართი №1 ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულება მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტში ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს სუბიექტს, კრიტერიუმებს, სახეს, მინიჭებისა და გადაცემის წესს. მუხლი 2🔗. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს სუბიექტი ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო გადაეცემა ფიზიკურ პირს, რომელიც ჯილდოს გადაცემის თარიღამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე რეგისტრირებულია ხობის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. მუხლი 3🔗. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს გადაცემის კრიტერიუმები ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო გადაეცემა პირს კულტურის, განათლების, სპორტის, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვისა და მეცნიერების სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებული საზოგადო მოღვაწეობისათვის. მუხლი 4🔗. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს სახე 1. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო არის ფულადი თანხა და გამოიხატება 2 (ორი) ხარისხში: ა) ცოტნე დადიანის სახელობის  პირველი ხარისხის ჯილდო - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცემა ამ ჯილდოს მფლობელს; ბ) ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდო - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცემა ამ ჯილდოს მფლობელს. 2. ამავე დროს ამ პირებს ენიჭებათ ტიტული - „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელ“’ და „ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელი“ და გადაეცემათ ამ ტიტულის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობები. მუხლი 5🔗. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისია 1. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შესაბამისი აქტით იქმნება „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისია’’ (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 (ოთხი) წევრი და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 4 (ოთხი) წარმომადგენელი. 2. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საკრებულოს წარუდგენს: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - 4 (ოთხი) კანდიდატს და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი - 4 (ოთხი) კანდიდატს.  3. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. 5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს წინამდებარე დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის სამი მეოთხედი. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარი დაუჭირა  კომისიის სიითი შემადგენლობის სამმა მეოთხედმა. 7. კომისიას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის უხუცესი წევრი. 8. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ კომისიის სხდომის მდივანი ადგენს ოქმს, რომელიც დაერთვის კომისიის გადაწყვეტილებას. 9. კომისიის გადაწყვეტილებას და სარეკომენდაციო წერილს ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. 10. კომისია იქმნება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 11. კომისიის სამუშაო და საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 12. კომისიის ადგილსამყოფელია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა. მუხლი 6🔗. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს გადაცემის წესი 1. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს გადაცემა ხდება წელიწადში ერთჯერ და გადაეცემა მხოლოდ ორ სხვადასხვა ფიზიკურ პირს, შესაბამისად პირველი ხარისხის ჯილდო და მეორე ხარისხის ჯილდო. ჯილდოს გადაცემის თარიღია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე, ყოველი წლის 12 აგვისტო. 2. ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო პირს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ ერთჯერ. 3. ჯილდოზე კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, ასეთ პირთა ჯგუფს, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ხობის მუნიციპალიტეტში. 4. კომისიაში კანდიდატებზე განაცხადები შეიტანება ყოველი წლის 14 აგვისტოდან მომდევნო წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადს ყოველი პერსონალური კანდიდატის შესახებ უნდა ახლდეს წინამდებარე დებულების მე-3 მუხლით დადგენილი კრიტერიუმის (კრიტერიუმების) დამადასტურებელი მასალა და დასაბუთებული განაცხადი. 5. კომისია განაცხადის შეტანის ვადის დასრულებიდან მომდევნო დღეს, საკუთარ სხდომაზე იხილავს თითოეული კანდიდატის შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტალურ მასალას და ინფორმაციას და წინამდებარე დებულების მე-3 მუხლით დადგენილი კრიტერიუმის (კრიტერიუმების) გათვალისწინებით საკუთარი გადაწყვეტილებით ავლენს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ და „ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ სარეკომენდაციო პირს, რის შემდეგადაც იმავე დღეს, გამოვლენილი პირის (პირების) მიმართ ჯილდოს მინიჭების თაობაზე შესაბამისი აქტის გამოსაცემად, გადაწყვეტილებას და სარეკომენდაციო წერილს წარუდგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს. 6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია ხმების საკმარისი რაოდენობით ვერ გამოავლენს სარეკომენდაციო პირს (პირებს), თითოეული კანდიდატის (კანდიდატების) მიმართ კენჭისყრის შედეგებს, სარეკომენდაციო წერილისა და გადაწყვეტილების გარეშე გადასცემს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს. 7. ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს და ცოტნე დადიანის სახელობის მეორე ხარისხის ჯილდოს მინიჭების თაობაზე შესაბამის აქტს გამოსცემს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 8. ჯილდოს გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში.  9. ჯილდოსთან დაკავშირებული შესაბამისი თანხა ანაზღაურდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დანართი №2 დანართი №3