⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.09.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 19.09.2014
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2014 მიღება
19.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №113 2014 წლის 8 აგვისტო ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს   ორგანული  კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61- ე მუხლის  მე-2 ნაწილის,  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის N8 დადგენილება.  მუხლი 3🔗   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დ ე ბ უ ლ ე ბ ა     ეს  დებულება,  საქართველოს    ორგანული   კანონის  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 31-ე მუხლის შესაბამისად  განსაზღვრავს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება - მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1.   საკრებულოს    აპარატი    იქმნება   საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.        2.  აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3.  აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები   1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი  საფუძვლებია:  საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.      2.   აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი  შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის  შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებითა და საკრებულოს    თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები    აპარატის  ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, საზოგადოებრივი დარბაზის, აგრეთვე საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი  ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ)  კოორდინაცია გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და დროებით სამუშაო ჯგუფების  სამუშაო გეგმების პროექტების მომზადებას. გ)  ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, აგრეთვე  საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელების საქმეში. დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებისა და საზოგადოებრივი დარბაზის სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომებზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა. ე)    ორგანიზება გაუწიოს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი  წესით გამოქვეყნებას. ვ) ორგანიზაციულად  უზრუნველყოს  საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების  მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს სხდომებზე წესრიგის დაცვა, კენჭისყრის პროცედურის ჩატარება, ხმების დათვლა, სხდომის ოქმების შედგენა, სხდომაზე გამოთქმული  წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება, რეგისტრაცია და გამოქვეყნება; თ)  ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;  ი) ორგანიზებას უწევს  სხდომებზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; კ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ლ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას. მ) უზრუნველყოფს   გადაწყვეტილებათა  პროექტის მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას. ნ) საკრებულოს სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას. ო)  ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა  და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს  წევრების  შეხვედრებს  მოსახლეობასთან. პ) ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის   თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის  იმ მოსამსახურეებს,  მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. ჟ)     ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას. რ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიერ საკრებულოს თანამდებობის  პირებთან  და საკრებულოს წევრებთან დასმული საკითხების რეგისტრაციასა და მიმდინარეობას. მუხლი 4🔗. აპარატის უფროსი   1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს  აპარატის უფროსი,  რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საკრებულოს თავმჯდომარე.  2.    აპარატის უფროსი:  ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას   და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს  თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. ე)  ადგენს  შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ)  ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის  უფროსის საქმიანობაზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას  საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი. თავი II აპარატის  საჯარო მოსამსახურეები მუხლი 5🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს  კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 6🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.