თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 932 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2014 მიღება
03.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2014 წლის 8 აგვისტო ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს; მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავექალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული სამსახური 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს. 2. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვას, მერიის  ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ასევე მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით. 5.სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. 6. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები და ამოცანები 1) მერიის სტრუქტურული ერთეულების  უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით; 2)  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; 3)  მერიის  მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი; 4) საქმეთა ნომენკლატურის შედგენს და დაარქივება; 5)  დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა; 6) მერიის თათბირების ორგანიზება; 7) მერიის  სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება; 8) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; 9)  მერიის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და  შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა; 10) მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; 11) მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება; 12) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; 13) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვას და ორგანიზება; 14) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება; მათ ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; 15) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 16) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; 17) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ურთიერთობა; 18) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური  შედგება შემდეგი  განყოფილებებისაგან: ა) მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის,  საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  განყოფილება; მუხლი 4🔗. განყოფილებების ფუნქციები 1.  მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის,  საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; 1) მერიის სტრუქტურული ერთეულების  უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით; 2)  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; 3)  მერიის  მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი; 4) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივება; 5)  დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა; 6) მერიის თათბირების ორგანიზება; 7) მერიის  სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება; 8) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; 9)  მერიის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და  შტამპების გამოყენების კონტროლი; 10) მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; 11) მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება; 12) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; 13) კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; 14) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; 15) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვას და ორგანიზება; 16) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება; მათ ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; 17) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 18) მერიის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; 19) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; 2. ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  განყოფილება; 1) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; 2) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება; 3) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.)  არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ; 4) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში; 5) უშუალოდ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება_ შეგროვებაში, ტურიზმსა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში; 6) ახორციელებს კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს. 7) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა - ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის  უფროსი: 1) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; 2) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; 3) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; 4) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1) ანაწილებს ფუნქციებს  მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს; 2) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; 3) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; 4) სამსახურის უფროსს აბარებს  ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; 5) ასრულებს ამ დებულებით  და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; მუხლი 7🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მერი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია მერის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე; 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას. მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის,    რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი 1.სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.