თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის თვითმმართველი ქალაქი თელავის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,კულტურის შესახებ“ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.
ვ) სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და შესრულებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
თ) გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას ორგანიზება;
ი) ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
კ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;
მუხლი 4🔗. განყოფილებების ფუნქციები
1. კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის სფეროში;
ბ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივ კულტურულ ორგანიზაციებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.
გ) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;
დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას;
ე) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას.
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:
ა) უზრუნველყოს მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და ხელი შეუწყოს მისი შესრულებას;
ბ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები;
გ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;
დ) ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ე) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;
ვ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა - ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მერი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია მერის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.