თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისა სამსახური
1. ეს დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახური არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციას და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ - აღმზრდელობითი მუშაობა;
გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;
ე) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ვ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
ზ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
თ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
ი) სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
3. მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ;
გ) საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:
ა. სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
ბ. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
გ. დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
დ. გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;
ე. სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;
ვ. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებალად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს;
მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები ახორციელებენ შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) აწარმოებენ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვას, გაწვევას და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;
ბ) ადგენენ დადგენილი ფორმის ანგარიშებს და მოხსენებებს შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
გ) აწყობენ სამობილიზაციო შტაბებს;
დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის დავალებებს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
2. გამწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზურნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.
მუხლი 6🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი
1.სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოს მიერ.