თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2014 წლის 8 აგვისტო
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. შიდა აუდიტის სამსახური შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, რისკის კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას
ბ) უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;
გ) უზრუნველყოფს მერიის ფუნქციონირების ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას;
დ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
ა) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) მერიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ვ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
ზ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მერისათვის წარდგენა;
თ) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ი) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
კ) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;
ლ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, მერიის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
მ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, წარმომადგენლებს მიმართოს მოთხოვნით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურეებთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება მერის წარმომადგენლების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინარული გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება მერის წარმომადგენლების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სისტემური შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა;
ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს მერიის მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ვ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მერს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
თ) უზრუნველყოს მერის, მერის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს მერიის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
3. მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს მერიის მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურეობრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;
ვ) აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში. საბოლოო აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მერს, შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადააგზავნოს სათანადო ორგანოებში მერთან შეთანხმებით;
ზ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მერს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი“–ს შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები მერთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ვ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები მერთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
3. სამსახურის მოხელე:
ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თელავის მერი;
ბ) ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
გ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების დამტკიცება, რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.