თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2014 წლის 8 აგვისტო ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს; მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი  დებულებები. 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური  წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ახორციელებს ზედამხედველობას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს  საქართველოს    კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მერიის  დებულებით და  ამ დებულებით. 4. სამსახურს აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის  ჟურნალი. 5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. მუხლი 2🔗.  სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და  ფუნქციები 1.   სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება: ა) მშენებარე შენობა - ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების  კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ - სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ბ) ქალაქ თელავის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე; გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს  უზრუნველყოფაზე; დ)  მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე. 2.   სამსახურის ფუნქციებია: ა) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების   კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის  მშენებლობის შეჩერება ან/და  დემონტაჟი, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების   დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა); გ)   გარე რეკლამის განთავსებაზე  კონტროლი; დ) ქალაქ თელავის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ - ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; ე)  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების  გამოყენება; ზ) სანიტარულ - ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება; ი) საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  დამრღვევი    ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; კ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული  სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება. 3.  სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო, სანიტარული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე; გ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის,  ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარული დასუფთავების ღონისძიებებზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; დ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ე) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის  საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი, მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ; ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; 4.  სამსახური ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის     ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი თვითმმართველი ქალაქი თელავის  მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;   გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის  შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და  აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე; დ) აწარმოოს კონტროლი ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი  მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ე) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე;  ვ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ    განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე,  ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.  მუხლი  3🔗. სამსახურის მართვა  და ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც                                          თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი“–ს  შესაბამისად. 2. მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის უფროსი: ა)   ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს წარუდგენს  მერს და საკრებულოს თავ,ჯდომარეს; გ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის; დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) უშუალოდ წყვეტს  სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს. მუხლი 4🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება - მოვალეობების შესრულებას. მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის,    რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი 1.  სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს მიერ.