შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №484
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
matsne.gov.ge 677 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (14)
ილია ბეგიაშვილი
ლევან რაზმაძე
დიმიტრი ქუმსიშვილი
გიორგი ჯავახიშვილი
დავით ხუციშვილი -
ალექსი ბატიაშვილი
ქეთევან ნატრიაშვილი
ლაშა ვერულავა -
ავთანდილ კასრაძე
თენგიზ აბაზაძე
გიორგი ცინაძე
ვახტანგ ბაჩიაშვილი
ქეთევან ქადაგიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №484 2014 წლის 12 აგვისტო ქ.თბილისი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხ­ლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­სა­ბამისად, საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტე­მის გაძლიერების, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექ­­ნოლოგიებში ლი­ცენ­ზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პრო­­ცესის კოორდინა­ციის, საავტორო უფლებების მფლობელებთან სა­ქართვე­ლოს მთავრობის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემო­რან­დუ­მების მომზადებისა და  ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საჭი­რო­ების შემთხვევაში, სათა­ნა­დო საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად წი­ნა­და­დე­ბე­ბის შემუშავების მიზნით, შეიქმნას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენ­ლობით: ილია ბეგიაშვილი ‑ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დე­პარ­ტა­მენტის უფროსი, კომი­სიის თავმჯდომარე; ლევან რაზმაძე ‑ სსიპ ‑ სახელმწიფო შეს­ყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი ‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების მინისტრის პირველი მოად­გილე, კომისიის წევრი; გიორგი ჯავახიშვილი ‑ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გი­ლე, კომისიის წევრი; დავით ხუციშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დ­გილე, კომისიის წევრი; ალექსი ბატიაშვილი ‑ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოად­გილე, კომისიის წევრი; ქეთევან ნატრიაშვილი ‑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ლაშა ვერულავა - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი, კომისიის წევრი; ავთანდილ კასრაძე ‑ სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნო­ლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოად­გილე, კომისიის წევრი; თენგიზ აბაზაძე ‑ საქართველოს მთავრობის კანცელარიის სა­ფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალე­ო­ბის შემსრულებელი, კომისიის წევრი; გიორგი ცინაძე ‑ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დეპარტამენტის საინფო­რ­მა­ციო ტექნოლოგიების სამსახურის უფრო­სი, კომისიის წევრი; ვახტანგ ბაჩიაშვილი ‑ საქართველოს მთავრობის კანცელარიის იუ­რი­დიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ქეთევან ქადაგიძე ‑ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების ორ­გა­ნი­ზე­­ბის სამმართველოს უფროსი, კომისიის წე­ვ­რი. მუხლი 2🔗 კომისიამ, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხელი შეუწყოს თა­ნამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების მფლობელთა ინტერესის გაზრდას საქართველოს ინოვაციური და ტექნო­ლოგიური განვითარების ხელშესაწყობად და ამ მიზნით: ა) შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული სა­ავტორო პროგრამების მფლობელთა მიერ შექმნილი პროდუქტების „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შე­მ­სყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის მიზანშეწონილობა; ბ) უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შე­რ­ჩეული საავტორო პროგრამის მფლობელთან საქართველოს მთავ­რო­ბის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის  მომზადება; გ) აუცილებლობის შემთხვევაში, შეიმუშავოს შესაბამისი წინადადე­ბები საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლო­გი­ებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკო­ორდინირებელი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი გა­ნისაზღვრება ამ დებულებით. 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კო­ნსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართვე­ლოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის  უფლებამოსილება კომისია უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამო­ით­ხოვოს დასკვნები და სხვა საჭირო ინფორმაცია; ბ) განსაზღვროს მისი ცალკეული წევრების ფუნქციები; გ) კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, შექმნას სამუშაო ჯგუფი მასალის ანალიზისა და სხვა დავალებების შესასრუ­ლებ­ლად  და დაამ­ტ­კი­ცოს მისი ხელმძღვანელი; დ) კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი ან/და დარგის სპეცია­ლისტი. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერ­თი წევრი. 2. კომისიის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ კომისიის თავმჯ­დო­მარის მი­ერ. რიგგარეშე კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის მინიმუმ ორი წევ­რის მოთხოვნის შემთხვევაში. კომისიის სხდომა უფლება­მოსი­ლია, თუ მას ესწრება კომისიის წევ­რთა სრული შემადგენლობის ნახევარ­ზე მეტი. 3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯ­დო­მარე. კომისიის სხდომაზე  საკითხის ინიცირების უფლება აქვთ კომი­სიის თავმჯდომარეს ან/და წევრებს. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამ­ს­წ­რე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხ­ვე­ვა­ში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტი­ლებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. 6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელ­საც ხელს აწერს კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 7. კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საქარ­თვე­ლოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დეპარტამენტის საინფო­რ­მა­ციო ტექნოლოგიების სამსახური. მუხლი 4🔗. სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფის მიერ შესასრულებელი დავალების განსაზღვრა ხორციელდება კომისიის წერილობითი გადაწ­ყვეტილების საფუძველზე. 2. სამუშაო ჯგუფი შესრულებული სამუშაოს შესახებ აცნობებს კო­მი­სიას წერილობითი ანგარიშის წარდგენის სახით. 3. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუ­­ფის მომხსენებელს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მოახსენებს კომისიას. 4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუ­ფის ხელმძღვანელი, რომელსაც ამ დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნ­ქ­ტის შესაბამისად, ამტკიცებს კომისია.