საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) მე-60 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტანს უფლება აქვს აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3541–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.07.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3541. სარეგისტრაციო კოდი — 400.010.020.05.001.002.402.
- სად არის „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3541, 25.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.002.402 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24568/