⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.05.2015)
გაუქმებულია:

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.08.2014
ძალის დაკარგვა 29.05.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2014 მიღება
29.05.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2014 წლის 11 აგვისტო ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ეს დებულება განსაზღვრავს გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება - მოვალეობებს. 3. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,კულტურის შესახებ“  ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და  „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით,  სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4.  სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები და ამოცანები ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა  და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ)  საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების  ჩატარება; დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა; ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის სპორტულ- გამაჯანსაღებელი პროგრამების  შემუშავებას და ხელი შეუწყოს მის  შესრულებას; ზ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები; თ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების  ჩატარებას; ი)  ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; კ)  ორგანიზებას უწევს  სპორტულ ღონისძიებებს; ლ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს; მ)   შეიმუშავებს სპორტული ღონისძიებების წლიურ პროგრამებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა - ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის  უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. მუხლი 4🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებელის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებელის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას. მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის,    რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი 1.  სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ.