თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 11 აგვისტო
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. შიდა აუდიტის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, რისკის კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას
ბ) უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;
გ) უზრუნველყოფს გამგეობის ფუნქციონირების ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას;
დ) უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
ა) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) გამგეობის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ - ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ვ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურეობრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
ზ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისთვის წარდგენა;
თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ი) გამგეობის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
კ) გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;
ლ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გამგეობის დებულებასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
მ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს, წარმომადგენლებს მიმართოს მოთხოვნით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურეებთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება გამგებლის წარმომადგენლების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინარული გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება გამგებლის წარმომადგენლების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სისტემური შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა;
ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ვ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
თ) უზრუნველყოს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
3. გამგეობის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს გამგეობის მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურეობრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;
ვ) აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში. საბოლოო აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს გამგებელს, შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადააგზავნოს სათანადო ორგანოებში მერთან შეთანხმებით;
ზ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’-ს შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ვ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები გამგებელთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
4. სამსახურის მოხელე:
ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი;
ბ) ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
გ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების დამტკიცება, რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.