თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2014
ძალის დაკარგვა 29.11.2017
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2014 წლის 11 აგვისტო
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
თელავის მუნიციპალიტეტი დაიყოს 22 ადმინისტრაციულ ერთეულად.
მუხლი 2🔗
თელავის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისათვის მიკუთვნებულ დასახლებებს.
მუხლი 3🔗
3. თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) აკურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი აკურა);
ბ) ვანთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ვანთა);
გ) ბუშეტის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ბუშეტი);
დ) ქვემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ხოდაშენი);
ე) წინანდალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი წინანდალი);
ვ) კონდოლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კონდოლი);
ზ) კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კისისხევი);
თ) ნასამხრალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ნასამხრალი);
ი) შალაურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი შალაური);
კ) კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კურდღელაური);
ლ) გულგულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გულგულა);
მ) ვარდისუბანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ვარდისუბანი);
ნ) რუისპირის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: რუისპირი, ახატელი);
ო) ყარაჯალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ყარაჯალა);
პ) იყალთოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი იყალთო);
ჟ) ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ნაფარეული);
რ) ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლაფანყური);
ს) სანიორის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: სანიორე, ჯუღაანი);
ტ) ართანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ართანა);
უ) ფშაველის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ფშაველი, ლეჩური);
ფ) ლალისყურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლალისყური);
ქ) თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი