სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2014
ძალაში შესვლა 01.07.2014
ძალის დაკარგვა 16.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №490
სარეგისტრაციო კოდი 120330000.10.003.018110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,011 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2014 მიღება
01.07.2014 ძალაში შესვლა
16.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 პოლკოვნიკი
2 ვიცე-პოლკოვნიკი
3 მაიორი
4 კაპიტანი
5 უფროსი ლეიტენანტი
6 ლეიტენანტი
7 მთავარი სერჟანტი
8 მასტერ სერჟანტი
9 უფროსი სერჟანტი
10 სერჟანტი
11 უმცროსი სერჟანტი
12 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი
13 პირველი კლასის რიგითი
14 რიგითი
15 სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №490 2014 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს: ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1); ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №2); გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №3). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებამდე, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად წარგზავნილ პირებს, წარგზავნის მთელ პერიოდში, მაგრამ, არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა, მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სამივლინებო თანხა ამ დადგენილების  №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა­თვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი არეგულირებს  „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა)  სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. 2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან. მუხლი 2🔗 საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობის რისკის დონე; ბ) სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმების (დანართი #2) ფარგლებში. მუხლი 3🔗 ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,   სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით. მუხლი 4🔗 კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირი. მუხლი 5🔗 მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მივლინებულია, მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასთან და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სხვა სახის ხარჯები. ამ სახის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, რომელთაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეთ სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორ-ციელებს  სამინისტრო; ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ. 2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფებიან მივლინების ადგილას, უნარჩუნდებათ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ, არა უმეტეს 15 დღის სამივლინებო ხარჯებისა. მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, შეიძლება მიეცეს ავანსის სახით,  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 8🔗 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“   საქართველოს  კანონის  მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში/ჯგუფში სამხედრო სამსახური ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მივლინება სამშვიდობო ოპერაციების ზონაში ჩაითვალოს სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად. მუხლი 9🔗 ეს წესი ვრცელდება სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურეზე, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სამინისტროში და მის სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო. მუხლი 10🔗 სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. დანართი №2 სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები № სამხედრო წოდება/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის   მქონე  პირი სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი) 1 პოლკოვნიკი 1 770 2 ვიცე-პოლკოვნიკი 1 570 3 მაიორი 1 370 4 კაპიტანი 1 190 5 უფროსი ლეიტენანტი 1 090 6 ლეიტენანტი 1 070 7 მთავარი სერჟანტი 1 000 8 მასტერ სერჟანტი 950 9 უფროსი სერჟანტი 890 10 სერჟანტი 860 11 უმცროსი სერჟანტი 830 12 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი 800 13 პირველი კლასის რიგითი 770 14 რიგითი 150 15 სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი 1 200        შენიშვნა:        სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად. დანართი №3 სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები № შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი) 1 პოლკოვნიკი 1 770 2 ვიცე-პოლკოვნიკი 1 570 3 მაიორი 1 370 4 კაპიტანი 1 190 5 უფროსი ლეიტენანტი 1 090 6 ლეიტენანტი 1 070 7 მთავარი სერჟანტი 1 000 8 მასტერ სერჟანტი 950 9 უფროსი სერჟანტი 890 10 სერჟანტი 860 11 უმცროსი სერჟანტი 830 12 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი 800 13 პირველი კლასის რიგითი 770 14 რიგითი 150 15 სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი 1 200 შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად. 2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლი­ნე­ბის ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.