საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3543
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.002.404
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 04/08/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 247-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის უფლება აქვს აგრეთვე გემის კაპიტანს.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2601 მუხლი:

     „მუხლი 2601. ინფორმაციის გადაცემა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2271 და 2272 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარემოებების, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ მიღებული ზომებისა და აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ხოლო 2311 და 324-ე მუხლებით გათვალისწინებული (ბირთვულ ნივთიერებებთან დაკავშირებული) დანაშაულების შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცნობებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3543–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.07.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3543. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.002.404.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №3543, 25.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.404 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24580/