ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 24/05/2013).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახური
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი (საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე) და ბლანკი.
4.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №34.
თავი II
სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახურის შემადგენლობაში შედის სამსახურის უფროსი და სამსახურის მოხელეები.
თავი III
სამსახურის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის მიზნები
1.
სამსახურის საქმიანობის მიზანია მოსახლეობისა და ქონების უსაფრთხოების დაცვა, სახანძრო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, ხანძრების ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
2.
სამსახური ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტაქტიკურ სწავლებებში.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებია:
ა)
ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ)
ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიაზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ)
სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფლება-მოავალეობები
1.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ)
მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ)
კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოების დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ვ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ზ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.
სამსახურის მოვალეობაა:
ა)
გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები გამგებელს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს შესაბამის კომისიას;
ბ)
განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, წერილები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცეს სათანადო პასუხები;
გ)
უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სახანძრო, პროფილაქტიკური და სამაშველო საავარიო ღონისძიებების შესახებ;
დ)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 6🔗.
სამსახურის მართვა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე)
პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ)
სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
კ)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
ლ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით;
მ)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოხელეები
1.
სამსახურის მოხელე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე.
2.
სამსახურის მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
4.
სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უსასყიდლოდ, ნორმის ფარგლებში.
5.
სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
მუხლი 8🔗.
სამსახურის თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
1.
სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ:
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.