⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.01.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2014
ძალის დაკარგვა 12.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №13/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,046 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2014 მიღება
12.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №13/ნ 2014 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის,  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის №12/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1.  ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2.  დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებაც ვრცელდება სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებზე, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებზე, სამინისტროლს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებით”, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპების, ასევე შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).   6.  დეპარტამენტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 7. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს  სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ  სუბიექტებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 8.  დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. მინისტრი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. 10.  დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან - ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 11. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 12. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და ჰარმონიზაციის ცენტრთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 13. მინისტრი, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში. მუხლი 2🔗.  დეპარტამენტის  მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტის მიზნებია: ა) დაწესებულების სისტემის საქმიანობის სრულყოფა, მატერიალური რესურსების ხარჯვისა და  გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ამოცანების  ეფექტური  შესრულება და შედეგად დაწესებულების დასახული მიზნების მიღწევა; ბ) დაწესებულების წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება. 2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს მინისტრისათვის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის არსებული მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; გ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის კონტროლი და მათი გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;  ე) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ზ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; თ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; კ) სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ამავე სუბიექტის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან/და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;  ნ)  სამსახურებრივი შემოწმების  შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში/ორგანოებში გადაგზავნა;   ო) ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარი სისტემის შემუშავება და მის გასაუმჯობესებლად შიდა აუდიტორების რეკომენდაციების გათვალისწინება, აღნიშნული სისტემის ფარგლებში კონტროლის ღონისძიებების განხორციელება; პ) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ჟ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგის უზრუნველყოფა, სისტემის გასაუმჯობესებლად შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით შესაბამისი ზომების მიღება; რ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მენეჯერული ანგარიშვალდებულებების შესახებ მითითებების შესრულება; ს) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ამასთან, მთავრობის/პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესაბამისობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით განახოციელოს მათი მონიტორინგი; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით განახორციელოს ინსპექტირება; გ) განახორციელოს დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. შეისწავლოს და განიხილოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება; დ) თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით; ე) სამსახურეობრივი უფლებამისილების განხორციელების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებიდან  შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები თუ სხვა სახის ინფორმაცია. გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით; ვ) შიდა აუდიტის ჩატარებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტების შემუშავების, ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ვალდებულებები დეპარტამენტი ვალდებულია: ა) დაიცვას  წინამდებარე  დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული  შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შიდა აუდიტის ობიექტის წერილობითი მოსაზრებები; დ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი შუალედური სახით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მინისტრს; ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტში დაცული სახელმწიფო, სამსახურებრივი,  კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ზ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში შექმნილი შიდა აუდიტის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი; თ) შიდა აუდიტორული  შემოწმების დასკვნის შედგენამდე არ გახადოს  საჯარო შიდა აუდიტის  შემოწმების  შედეგები; ი) განახორციელოს და ხელი შეუწყოს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას; კ) უზრუნველყოს ცხელი ხაზის ფუნქციონირება და შემოსულ ზარებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას. უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;   ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; ზ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტში  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების და  მატერიალური საშუალებების  გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ნ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის წლიურ და სტრატეგიულ გეგმას და შესათანხმებლად და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს; ო) დეპარტამენტის უფროსის წინადადებით სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება, რომლის საფუძველიც შეიძლება იყოს ცნობები  თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ასევე მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, ,,ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები, დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები, მტკიცდება მინისტრის მიერ; პ) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა; ჟ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; რ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ს) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე; ტ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს  მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;  უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ფ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ქ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა; ღ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციების შეფასებას; ყ) ასრულებს მინისტრის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; შ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1.   დეპარტამენტის უფროსს  ჰყავს ერთი მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2.   დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; დ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის  დავალებებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.   მუხლი 8🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე 1. დეპარტამენტის მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2.  დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებს. 4. დეპარტამენტის მოსამსახურე შეიძლება იყოს მთავარი სპეციალისტი ან უფროსი სპეციალისტი. 5.  დეპარტამენტის მოსამსახურე  ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონი და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.  მუხლი 9🔗. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი განისაზღვრება მინისტრის გადაწყვეტილებით. მუხლი 10🔗. აცილების საფუძვლები 1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ახლო-ნათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს - მინისტრი. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება 1. დეპარტამენტის დებულებას დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. 2.    დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.