„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №135

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით (სსმ, 100020020.22.038.016052, 03/06/2011) დამტკიცებულ დებულებებში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული პატიმრობის დაწესებულების დებულების' (დანართი №1):

ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტ:

„ე1) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა;“;

ბ) 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დაწესებულებაში ბრალდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი N11-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.“;

გ) დანართი 1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დებულების დანართი 11:

 

 დებულების დანართი 11

 

ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა პატიმრობის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის

 

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.

6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.

7. ოპტიკური ხელსაწყოები.

8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).

9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.

10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.

11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

12. გადასამრავლებელი აპარატები.

13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.

14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).

16. ბანქო.

17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.

18. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).

19. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).

20. კომპასები.

21. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.

22. საღებავები და კოპირების ქაღალდები.“.

 

2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების" (დანართი №2) :

ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1  ქვეპუნქტ:

„ე1) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა;“;

ბ) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი N11-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.“;

გ) დანართი 1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დებულების დანართი 11:

 

დებულების დანართი 11

 

 

ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის

 

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.

6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.

7. ოპტიკური ხელსაწყოები.

8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).

9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.

10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.

11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

12. გადასამრავლებელი აპარატები.

13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.

14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).

16. ბანქო.

17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.

18. მობილური ტელეფონები (მათ შორის მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).

19. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).

20. კომპასები.

21. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.

22. საღებავები და კოპირების ქაღალდები.“.

 

3. მე-4 მუხლით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების" (დანართი №4) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტ:

„ე1) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა;“.

4. მე-5 მუხლით დამტკიცებულიტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების" (დანართი №5) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტ:

„ე1) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი