# ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №625
- მიღების თარიღი: 15.08.2014
- კონსოლიდირებული რედაქცია: 13.01.2026
- სარეგისტრაციო კოდი: 020080160.22.034.016347
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2459253
- წყარო: https://legali.ge/law/2459253/

> ეს არის 13.01.2026 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის



[https://legali.ge/law/2459253/muxli-1/](https://legali.ge/law/2459253/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამა



[https://legali.ge/law/2459253/muxli-2/](https://legali.ge/law/2459253/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

დანართი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წეს

[https://legali.ge/law/2459253/muxli-3/](https://legali.ge/law/2459253/muxli-3/)

---

## მუხლი 1. 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის,

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებას და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება

[https://legali.ge/law/2459253/muxli-1-2/](https://legali.ge/law/2459253/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან:

ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ბ) გენერალური ინსპექციის  (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმებში მოცემული „სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები“ უფლებამოსილი პირის მიერ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში

[https://legali.ge/law/2459253/muxli-2-2/](https://legali.ge/law/2459253/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. 1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლ

2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე.

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.

4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის  მოწმობის სერია და ნომერი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის  შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.

5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება - მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-3-2/](https://legali.ge/law/2459253/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრა

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტებ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-4/](https://legali.ge/law/2459253/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით

2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.

4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი.

5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის  ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე

[https://legali.ge/law/2459253/muxli-5/](https://legali.ge/law/2459253/muxli-5/)

---

## მუხლი 6. 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №4) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით საქართველოს ადმინისტრა

2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.

4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-6/](https://legali.ge/law/2459253/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №5) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის  მოწმობის სერია და ნომერი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.

3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა

[https://legali.ge/law/2459253/muxli-7/](https://legali.ge/law/2459253/muxli-7/)

---

## მუხლი 8. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №6) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა ა

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №6) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-8/](https://legali.ge/law/2459253/muxli-8/)

---

## მუხლი 9. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №7) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141, 1142 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №7) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-9/](https://legali.ge/law/2459253/muxli-9/)

---

## მუხლი 10. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ჩადენისას ივსება სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №8), თუ ეს წესი არ ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციული სამართალ

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;

ბ) ნაწილი II – სამართალდარღვევის ოქმის ყუა.

3. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.

4. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), მისამართი (იურიდიული მისამართი), მოქალაქეობა, მართვის  მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.

5. სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; ჯარიმის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.

6. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიე

[https://legali.ge/law/2459253/muxli-10/](https://legali.ge/law/2459253/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი (დანართი №9), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკ

2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.

3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე – გადაეცემა დაკავებულ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-11/](https://legali.ge/law/2459253/muxli-11/)

---

## მუხლი 12. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შემთხვევაში შედგება ოქმი (დანართი №10), რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შე

2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.

3. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

4. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-12/](https://legali.ge/law/2459253/muxli-12/)

---

## მუხლი 13. 1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმა (დანართი №11) შეიძლება შეივსოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ადმინ

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებით ნებართვას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი და მასში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი; მართვის უფლების შესაბამისი კატეგორია; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოქმედების ვადა; ნებართვის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმაში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არ აქვს მინიჭებული.

4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.

5. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევ

[https://legali.ge/law/2459253/muxli-13/](https://legali.ge/law/2459253/muxli-13/)

---

## მუხლი 14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ სამართალდამრღვევს სურს, საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, 



[https://legali.ge/law/2459253/muxli-14/](https://legali.ge/law/2459253/muxli-14/)

---

## მუხლი 15. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა (დანართი N13)

2. ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი დაერთვება სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.

3. ცნობა ძალაშია მისი გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში

[https://legali.ge/law/2459253/muxli-15/](https://legali.ge/law/2459253/muxli-15/)

---

## მუხლი 16. 1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიურ ნუმერაციას (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას;

ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „PAT“ , „GBP“ ან „MTA“;

გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე;

დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;

ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი‘‘, „შსს სასაზღვრო პოლიცია“ ან „შსს ტერიტორიული ორგანო“.

3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი

[https://legali.ge/law/2459253/muxli-16/](https://legali.ge/law/2459253/muxli-16/)

---

## მუხლი 17. 1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები ივსება  სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ

2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე - აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4.  ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო თუ საქმის განხილვა ადგილზე არ ხდება ან დარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

5. საბანკო ან სხვა  დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება

[https://legali.ge/law/2459253/muxli-17/](https://legali.ge/law/2459253/muxli-17/)
