ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2019
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 12 აგვისტო
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' მე- 19 მუხლის ,,ბ“ პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 3 დეკემბრის N21 დადგენილება (10.12.2013. 19002000035.151.016135) ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი
დანართი N1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესი
ეს წესი განსაზვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პირობებს, ოდენობას, აგრეთვე სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტს, დახმარების სახეებსა და ოდენობას, ასევე მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტების ნუსხასა და ანგარიშსწორების ნუსხას.
მუხლი 1🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურება.
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული 70 %-ნი დაფინანსების შემდგომ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა ანაზღაურდება:
ა) ღვიძლის ფუნქციის სინჯები;
ბ) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;
გ) მუცლის ღრუს ექოსკოპია;
დ) გულმკერდის რენტგენოსკოპია / რენტგენოგრაფია.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ცნობა საყოველთაო დაფინანსების შესახებ.
2. ყველა სახის გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული 70%-ის გარდა ანაზღაურდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურება არ შედის საყოველთაო დაზღვევაში,დაფინანსების საკითხს განიხილავს კომისია და მიიღებს გადაწყვეტილებას და სამედიცინო დაფინანსება მოხდება შემდეგი წესით:
ა)სამედიცინო მომსახურების ღირებულება 800 (რვაასი) ლარამდე დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ) 800 (რვაასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დაფინანსდება 70%-ით, მუნიციპალიტეტის მიერ;
გ) 1000(ერთი ათასი)ლარიდან 3000 (სამი ათასი) ლარამდე დაფინანსდება 65%-ით მუნიციპალიტეტის მიერ;
დ) 3000 (სამი ათასი) ლარიდან და ზევით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
- მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ სადაზღვევო პოლისით დაავადება არ ფინანსდება.
მუხლი 2🔗
სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) განსაზღვრა
1. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახები;
2. მრავალშვილიანი ოჯახები;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები 90 და 90 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქეები;
5. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
მუხლი 3🔗
ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:
ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი:
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
გ) ახალდაბადებულისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობელთა ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 4🔗
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახის ყოველი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, მამა რეგისტრირებულია და ოჯახი მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად წლის განმავლობაში თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 100 (ასი ) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 5🔗
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება:
1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს – 150 (ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას – 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის მეურვის ან მზრუნველის სახელით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი სოც. სუბსიდიების სააგენტოდან.
დ) საბანკო ანგარიში;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის (მეურვის ან მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100).
მუხლი 6🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები 90 და 90 წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეების დახმარება
1. დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 7🔗
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება – 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება –250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500 (ხუთასი) ლარი;
დ) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისათვის მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 500 (ხუთასი) ლარი
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიცვალებული პირის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებული პირის ომისა და სამხედრო ძალების მებრძოლის მოწმობის ასლი;
ე) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 8🔗
მედიკამენტებით დაფინანსების უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა N100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა
2. წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად) ბენეფიციარს განესაზღვრება 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
ბ)პირადობის დამადასტურებელი ასლი
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100)
დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა)
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
მუხლი 9🔗. სამედიცინო და სოციალური დახმარების დაფინანსებისა და გაცემის წესი
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე;
6. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
8. საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.
10. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. საბოლოო სახით ოქმი თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
11. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ ან/ და ახორციელებს თანხის გადარიცხვას შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
12. დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა წელიწადში ერთხელ.