,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.10.2010 წლის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2014 წლის 12 აგვისტო

ქ. დედოფლისწყარო

 

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.10.2010 წლის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.10.2010 წლის №35 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-5  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5.  ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:

ა) საკრებულო;

ბ) გამგეობა;

გ) სამართლებრივი აქტები;

დ) ახალი ამბები;

ე) ეკონომიკა და სოციალური სფერო;

ვ) პროგრამები და პროექტები;

ზ) ჩვენი დედოფლისწყარო;

ბ)  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა

1.  საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

 ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);

დ) საკრებულოს კომისიები ( კომისიის შემადგენლობა,უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები);

ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);

ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, ბიუროს სხდომის ოქმები);

ზ) საკრებულოს ფრაქციები, (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);

თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია , სამსახურის ტელეფონი და მისამართი), აპარატის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

  2.  გამგეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

 ა)  გამგეობის დებულება;

ბ)  გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

 გ)  გამგეობის სტრუქტურა;

  დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება,სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);

  ე) გამგეობის ადმინისტრაციული  ერთეულები (ადმინისტრაციული  ერთეულის დებულება, წარმომადგენლების  უფლებამოსილება, გამგეობის წარმომადგენლები, მათი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი).

   3.   სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

  ა)  ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);

   ბ)    საკრებულოს სამართლებრივი აქტები:

   ბ.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები;

   ბ.ბ) საკრებულოს დადგენილებების პროექტები;

   ბ.გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

   ბ.დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი;

   ბ.ე) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.

   გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.

4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.

  5. ეკონომიკისა  და სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

   ა) ეკონომიკა;

   ბ) მრეწველობა;

   გ) ვაჭრობა და მომსახურება;

  დ) ეკოლოგია;

   ე) ტრანსპორტი;

   ვ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;

   ზ) თვითმმართველი ერთეულის ქონება;

  თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა;

   ი) განათლება;

   კ) კულტურა;

   ლ) ძეგლთა დაცვა;

    მ) სპორტი;

    ნ) ტურიზმი;

    ო) ახალგაზრდობა;

     პ) დასაქმება ( ვაკანსიები, კონკურსები);

     ჟ) მასმედია:

      რ) საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციები.

6. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალური პროგრამები;

ბ) საინვესტიციო პროექტები;

გ) ტენდერები;

დ) აუქციონები.

7.   ჩვენი დედოფლისწყაროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) ისტორია;

ბ) მუნიციპალიტეტის რუკა;

გ) მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული მონაცემები;

დ) პერსონები,                          

ე) ღირშესანიშნაობები,                                

ვ) ისტორიის ფურცლებიდან.                 

ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი