ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2014
ძალაში შესვლა 13.08.2014
ძალის დაკარგვა 12.08.2015
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2014 წლის 13 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები თანახმად დანართისა.
მუხლი 3🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს “თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 14 მარტის N8 დადგენილება.
მუხლი 5🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 6🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 7🔗.
დადგენილება ამოქმედდგეს 2014 წლის 13 აგვისტოდან.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია