„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №134

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 13/05/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016152)  დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული  სააგენტოს დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. .დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

გ)  საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება;

ე) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება და კონტროლი;

ვ) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა – შემოსავლებისა და ხარჯების ადმინისტრირება;

თ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ი) სააგენტო საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;

მ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.”.

 

2. .დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები:

,,ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.”;

,,ო) სააგენტოს ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება.”.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ” ქვეპუნქტი:

,,ზ) სააგენტოს თანამშრომელთა უცხოეთში მივლინების ორგანიზება”.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის  უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის  საერთო საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე;

გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს. აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე ან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

,,მუხლი 52. სააგენტოს თანამშრომელი

1. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო რეჟიმს და პირობებს;

2. სააგენტოს თანამშრომელს აქვს სამსახურებრივი მოწმობა და ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, რომელთა ნიმუშებსაც და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

3. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს. იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო) განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი