⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.01.2018)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2014
ძალის დაკარგვა 31.01.2018
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 891 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2014 მიღება
31.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2014 წლის 14 აგვისტო დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის,,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დებულების (რეგლამენტის) მე-3-ე მუხლის, მე-4-ე პუნქტის ,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკური განვითარების  სამსახურის დებულება. (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 31 დეკემბრის N32  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ- სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრსატრუქტურის განვითარებას და კეთილმოწყობას, ქონების აღრიცხვასა და მართვას, მოსაკრებლების ადმინისტრირებას და კონტროლს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება; ბ) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; გ) მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება; დ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულები 13-ე მუხლით და სამუშაოთა აღწერილობით. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) უზრუნველყოფას; ე) წინადადების შემუშავებას ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ვ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ზ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთას; კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 4🔗. სამსახურის ინფრასტრუქურის განყოფილების და კეთილმოწყობის განყოფილება სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს; ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსახორციელებელი სხვა ფუნქციების განხორციელებას. ვ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ზ) წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებას; თ) წინადადების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრისას მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; ი) წინადადებების შემუშავების სასაფლაოების მოვლა პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; კ) წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ლ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; მ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; ნ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 5🔗. ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავების მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრისა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმეობის მართვის საკითხებზე. ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 6🔗. მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებზე წინადადებების შემუშავებას; ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და განაკვეთების შემუშავება კანონით გათვალისწინებულ ზღვრული ოდენობის ფარგლებში; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების უზრუნველყოფა; დ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ე) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის მართის მის გამოყენებას და სარგებლობაზე კონტროლს; ბ) წინადადებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიების ზონებად დაყოფას, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ. გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და სარგებლობაზე კონტროლს; დ) მოსახლეობის ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკოლოგიურ მდგომარეობის შესახებ. ე) მიწათსარგებლობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗 ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე