„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2014 წლის 18 აგვისტო ქ. ქუთაისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;
ბ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
გ) ვალდებულების აღების, რეგისტრაციისა და ანგარიშგების განყოფილება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.“
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვალდებულების აღების, რეგისტრაციისა და ანგარიშგების განყოფილება:
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებიდან, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის, ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მოსამზადებლად მასალების მიღება;
ბ) მერიის სამსახურებიდან წარმოდგენილი მასალებისა და საბიუჯეტო განყოფილებიდან მიღებული ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმების საფუძველზე, ვალდებულებების მომზადება და რეგისტრაცია;
გ) რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმება, სამსახურებიდან წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების /მიღება–ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვა/ საფუძველზე, საგადახდო მოთხოვნის მომზადება და ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშგების განყოფილებისათვის გადაცემა გადახდის განსახორციელებლად;
დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების საბიუჯეტო ხარჯების აღრიცხვა ცალკეული პროგრამების, ღონისძიებების, მომწოდებლებისა და მომსახურების სახეების მიხედვით.
ე) სახელმწიფო ხაზინიდან საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში; საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
ვ) ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა და აღნიშნულის განსახორციელებლად ყოველდღიურად, ბანკიდან მიღებული ამონაწერის დამუშავება;
ზ) ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნების უზრუნველყოფა;
თ) ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ი) ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების /ბუღალტრული ბალანსების/ მიღება, შემოწმება და ანალიზი;
კ) დადგენილ ვადებში ქალაქ ქუთაისის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით, დადგენილ ვადებში სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებებისა და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით, მათი არქივში ჩაბარება.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.
|