ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 26.08.2014
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 307 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2014 მიღება
26.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2014 წლის 15 აგვისტო დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში  დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს მუხლი 2🔗 პრემია გაიცემა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗 პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის. მუხლი 4🔗 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიციირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული პრემიის შესახებ. მუხლი 5🔗 პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, ბრძანების ფორმით. მუხლი 6🔗 ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს. მუხლი 7🔗 პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. მუხლი 8🔗 პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.