ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 27.12.2017
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილება (სსმ, №16, 25/08/2010 , მუხ. 450, გვ. 175,).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
2.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.
თავი II
სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახურის შემადგენლობაში შედის სამსახურის უფროსი და სამსახურის მოხელეები.
თავი III
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
გამგეობის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა)
გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი აქტების მომზადებასა და სამართლებრივ გამართულობას.
გ)
მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
დ)
გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
ე)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ)
მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
თ)
გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, განთავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
ი)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 4🔗.
სამსახურის მართვა
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე)
პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ)
სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
კ)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
ლ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით;
მ)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოხელეები
1.
სამსახურის მოხელე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე.
2.
სამსახურის მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ:
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას,ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.