ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.2014
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 14 აგვისტო
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება. (დანართი №1);
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგისტრირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართო საქმიანობის კონტროლს, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივ მომსახურეობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია;
ა) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება .
გ) ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების 13-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის მოხელეთა თნამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულების, და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტების პროექტებზე;
გ) გეგმარებითი დავალებების მომზადება ;
დ) არქიტექტურული-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპლიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამშენებლო რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს.
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენას და საქმეების წარმოებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პრობლემის გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებას;
ბ) შეიმუშავებენ და განახორციელებენ უნებართვო მშენებლობების პრევენციას და აღკვეთას;
გ) შეიმუშავებენ და კონტროლს განახორციელებენ სამშენებლო ობიექტებზე მშენებლობის ნორმების დაცვაზე;
დ) უნებართვო მშენებლობებზე კონტროლის განხორციელება პრევენცია და კონტროლს;
ე) გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას და ოქმების შედგენას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის განყოფილება ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ბ) მოსახლეობის მუნიციპლური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
გ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗
ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე