თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2014
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
matsne.gov.ge 267 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 14 აგვისტო დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე. მუხლი 3🔗 რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა  თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმაა: 1.   გამგეობის  მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული ატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ - არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტო; 2.   მეტრიალურ-ტექნიკური სამსახურის, იურიდიული, საფინანსო ზედამხედველობის, ქონებისა და მიწის მართვის, ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა - არაუნგიანეს 2014 წლის 20 აგვისტო; 3.  სალიკვიდაციო კომისიის მიერ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღწერა, სამუშაო დოკუმენტაციის, შეუსრულებელი და შესრულებული წერილების აღრიცხვა და პასუხისმგებელი პირებისათვის გადაცემა - არაუგვიანეს 2014 წლის 01 სექტემბერი. 4. გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემა - არაუგვიანეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ორი თვე. 5. რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი; 6. გამგეობის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი; 7.  საატესტაციო-საკონკურსო კომისიის შექმნა - არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბერი; 8. სტრუქტურაში გამოვლენილი ვაკანსიების აღრიცხვა და შევსების მიზნით კონკურსის გამოცხადება - არაუგვიანეს 2014 წლის 30 ოქტომბერი. 9. გამგეობის სტრუქტურის ცალკეულ თანამდებობებზე სამსახურებრივი ატესტაციის ჩატარება - არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბერი.