„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №499 |
|
2014 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.“.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური აგრეთვე ვრცელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე.“.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაირიცხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშზე.“.
5. 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;“.
6. 274 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის, წიაღის შესწავლისა და/ან მოპოვებისათვის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებაში ან/და საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთითება მართვის ორგანოსთან შეთანხმებული, ტყითსარგებლობაში გადაცემული ფართობის ტოლფასი ფართობი (ფართობები), ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული რეკრეაციულ/საკონსერვაციო დანიშნულების საკომპენსაციო ღონისძიებების სახე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადები და ადგილმდებარეობა (არ გავრცელდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე).“.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|