„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№500
სარეგისტრაციო კოდი
040110050.10.003.018120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №500

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2013, 040110050.10.003.017291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დებულება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ“ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების („დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 23 და 24 პუნქტებით გათვალისწინებული უძრავი ქონების) (შემდგომში – ქონება), გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა, სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების პროცედურებს, აგრეთვე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 და 25  პუნქტებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურს  და წესს.“;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრული ქონების სარგებლობით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.“;

 

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 და 25 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქონების  გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე.“.

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სარგებლობაში გაიცემა  150 კვ.მ-მდე ტერიტორია 1 წელზე მეტი ვადით და სარგებლობის საფასური შეადგენს 12 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) წელიწადში.“.

 

3. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  21  მუხლი:

„მუხლი 21. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების რეგულირება

1. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება.

2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების, მათ შორის, მისასვლელი გზების მიზნებისათვის, აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 20 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით. თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს, დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გადაეცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -  ეროვნულ სატყეო სააგენტოს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს ქონებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადა. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი;

ბ) სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის  Shp-ფაილის ფორმატის ელექტრონული ვერსია UTM  კოორდინატთა სისტემაში;

გ) ინფორმაცია არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ინფორმაცია მდებარეობის (სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება და სხვ.) შესახებ;

ე) ინფორმაცია ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ზ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

თ) ინფორმაცია კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

4. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
1. პირი, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2014 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, დებულების 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში  მითითებული დოკუმენტაცია.

2. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის სარგებლობის საფასური, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა, გადაიხადონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი