სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 07.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1404
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt 49.5pt .75in 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1404
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 613 067 (ორი მილიონ ექვსას ცამეტი ათას სამოცდაშვიდი) ლარი, მათ შორის:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 1 097 168 (ერთი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ას სამოცდარვა) ლარი;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 759 859 (შვიდას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცდაცხრამეტი) ლარი;
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 262 247 (ორას სამოცდაორი ათას ორას ორმოცდაშვიდი) ლარი;
დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს – 243 930 (ორას ორმოცდასამი ათას ცხრაას ოცდაათი) ლარი;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტს – 126 981 (ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარი;
ვ) დმანისის მუნიციპალიტეტს – 74 559 (სამოცდათოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდაცხრამეტი) ლარი;
ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 32 900 (ოცდათორმეტი ათას ცხრაასი) ლარი;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტს – 15 423 (თხუთმეტი ათას ოთხას ოცდასამი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ჯებირების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის, გურჯაანის, საჩხერის, ადიგენის, დმანისის, წალენჯიხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი