⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 891 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2014 მიღება
19.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 15 აგვისტო ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2010  წლის 13  აგვისტოს  №19 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახურის   დებულების  დამტკიცების  შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                                                               დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა სამსახურის დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულს. იგი შექმნილია  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;  ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით  "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"  საქართველოს ორგანული კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეის გამგეობის წარდგინებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე, რომელთაც დადგენილი წესით, პერიოდულად წარედგინებათ ანგარიში გაწეულ სამუშაოთა  შესახებ. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 6. სამსახური მდებარეობს ქ. ვანში, თავისულების ქ. №65. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი მიზნებია: 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ სამართლებრივი უფლებების დაცვა. 2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში სამსახურის ფუნქციებია: ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა; გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა; დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ  ოჯახთა,   დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა  არსებული პროგრამების მიხედვით; ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლებისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით. 3. ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელების კუთხით სამსახურის ფუნქციებია : ა)   II  მსოფლიო   ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა; ბ) II  მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა  და სამხედრო ძალების ვეტერანთა აღრიცხვა; გ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი განსახლების ორგანიზაცია. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში,  აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული  დახმარების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) აღნიშნული კონტიგენტისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევაში, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, დროებით საცხოვრებელი ფართის მოძიებაში ხელშეწყობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის დავალებით, სამსახურის დებულებით  გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონების, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია  და მონიტორინგი; ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, გამგეობისათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა; გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინსების ორგანიზაციას; დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი; ე) სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალური  და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი; ვ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან, ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას, წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი; ზ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ; თ)  განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2. სამსახური ვალდებულია: ა) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე  კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 4🔗.  სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის  საჯარო მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) წარუდგენს გამგებელს სტრუქტურული ერთეულის  მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ე) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; ვ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა  სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის,  ერთი მთავარი სპეციალისტის და დარგის ხუთი სპეციალისტისაგან. მუხლი 6🔗. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა  სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ  ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის ქონება შეადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქონებას. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.