საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
საქართველოსსაგადასახადოკოდექსშიდამატებისშეტანისშესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:
„15. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელ პირებს, რომელთა მიწის ნაკვეთებიც მდებარეობს „საქართველოს ზოგიერთი რეგიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 აგვისტოს №341 ბრძანებულებით საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე, შეუწყდეთ საგადასახადო ვალდებულებები 2000 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული მიწის გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე დარიცხულ საურავებზე და საგადასახადო ორგანოებმა მათი ჩამოწერა განახორციელონ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 ოქტომბერი.
№3632–IIs
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3632. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.002.413.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №3632, 27.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.413 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24646/