2014 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1407
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
matsne.gov.ge 629 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2014 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:106%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:106%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1407 2014 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი 2014 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების  შესახებ 1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში-სააგენტო) კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის კომპანიებზე გასცეს სუბსიდია შემდეგი ოდენობით: ა) 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,35 ლარი; ბ) 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,35 ლარი; გ) 1 კგ. საფერავისათვის - 0,15 ლარი. 2. დაევალოს სააგენტოს 2014 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების (კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში) შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 3. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის. 4. ეთხოვოთ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა და ფიზიკურ პირებზე სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობების გაცემა. 5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ყურძნის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება. 6. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ღვინის კომპანიებს, რომლებიც: ა) ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისაგან ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვას განახორციელებენ არანაკლებ ერთ ლარად; ბ) წარადგენენ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობას; გ) ამ განკარგულებაში აღნიშნული ყურძნის (ჯიშის) მიღებას განახორციელებენ სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული საავტომობილო სასწორებით აღჭურვილ საწარმოში. 7. 2014 წლის რთვლის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი ღვინის კომპანია ვალდებულია, განახორციელოს მიღებული ჭაჭის გადამუშავება ან/და უტილიზაცია. 8. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ყურძნის ჩაბარების დაწყებამდე ღვინის კომპანია ვალდებულია, ყურძნის შესყიდვის განზრახვის თაობაზე რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოში, ხოლო სააგენტო – უზრუნველყოს ღვინის კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. 9. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის ჩაბარების პროცედურებისა და ყურძნის რაოდენობის დადგენისა და შემდგომი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონტროლის განხორციელების მიზნით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი ხელს აწერს ღვინის კომპანიასა და ყურძნის ჩამბარებელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სააგენტოს. 10. სააგენტომ ღვინის კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ განკარგულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის ფიზიკური პირებისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი ფიზიკური პირი და ღვინის კომპანია) მიერ შედგენილი (ხელმოწერილი) ყურძნის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში. 11. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა‑მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი